13:02 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-08 13:24:29, 612 ნახვა

რეგიონი
აჭარაში გაზიფიცირების სამუშაოების მეორე ეტაპი იწყება

აჭარაში გაზიფიცირების სამუშაოების მეორე ეტაპი იწყება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტს, რომელიც მაღალმთიან აჭარაში 9 000 აბონენტის გაზმომარაგებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია განახორციელებს.

აჭარაში გაზიფიცირების პროექტი უკვე ხორციელდება ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტებში, რომელიც პირველ ეტაპზე 11 000 აბონენტის ბუნებრივი აირით მომარაგებას უზრუნველყოფს.  სამუშაოები ვადაზე ადრე, 2018 წლის შემოდგომისთვის დასრულდება.

რაც შეეხება პროექტის მეორე ეტაპს, აჭარის მაღალმთიანეთში, ტექნიკური ხასიათის სირთულეებისა და მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივობის გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ სამხრეთ საქართველოში არსებულ გაზსადენის ქსელზე დაერთებით, კურორტ გოდერძის მიმართულებით აშენდება გაზსადენი, რომელიც მაღალმთიან აჭარას მოამარაგებს.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება იქ ძალიან რთულ პირობებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, ასევე ხელი შეეწყობა ტურიზმს და მცირე ოჯახური ტიპის სასტუმროებს.

„გარდა ამისა, დაიზოგება ჩვენი ხე-ტყის ოქროს ფონდი, რომელიც არ უნდა იჩეხებოდეს იმისათვის, რომ ადამიანები ზამთარში თბილად იყვნენ. ამიტომ, ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი. 2013-2017 წლებში საქართველოში მოხდა 262 ათასი ოჯახის გაზიფიცირება 815 დასახლებულ პუნქტში. მათ შორის არის ოკუპირებული ტერიტორიებთან მცხოვრები 13 459 ოჯახი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics