13:03 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-06 16:13:51, 488 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში „შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის“ პროგრამის პრეზენტაცია მიმდინარეობს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში, აჭარის დასაქმების სააგენტოს - ,,შშმ პირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის’’ პროგრამის პრეზენტაცია მიმდინარეობს.

პროგრამა აჭარის რეგიონში, სახელმწიფო, საზოგადოებრივ და ბიზნეს სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე შემუშავდა.

პროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, მოკლევადიანი სასწავლო მოდულის საშუალებით პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა/ამაღლებას.

პროგრამის პროფესიები შეირჩევა პროგრამის მოსარგებლე პირთა უნარების, მათი საჭიროებებისა და აჭარის ვტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოპერირებად დამსაქმებელთა გამოკითხვის შედეგების შესაბამისობის საფუძველზე. ,,შშმ პირთა პროფესიული გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობის’’ პროგრამას ტედერში გამარჯვებული ორგანიზაცია - განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი ახორციელებს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics