2018-06-05 13:32:57, 805 ნახვა
რეგიონი
გორში რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბანში რუსმა ოკუპანტებმა მწყემსი გაიტაცეს.
არსებული ინფორმაციით, 58 წლის მამაკაცი ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.
როგორც "ექსპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებითაა დაკავებული. მომხდართან დაკავშირებით უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
ავტორი: ,