02:29 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-02 12:28:11, 582 ნახვა

რეგიონი
ბათუმი შავი ზღვის ფლებოლოგთა პირველ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

ბათუმი, ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ასოციაციისა და ფრანგული ფარმაცევტული კომპანია “სერვიეს” ორგანიზებით, შავი ზღვის ფლებოლოგთა პირველ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.

შეხვედრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა, ზაალ მიქელაძემ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაში ქართველ სისხლძარღვთა სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო რანგის უცხოელი ექსპერტები, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე ცნობილი პროფესორი, სისხლძარღვთა ქირურგი, ევროპის ვენური ფორუმის პრეზიდენტი ენდრიუ ნიკოლაიდესი და შავი ზღვის აუზის ქვეყნებში მოღვაწე პროფესიონალები.

შეხვედრა ეძღვნება ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის დარგში არსებული უახლესი მტკიცებულებებისა და პრაქტიკული მიღწევების განხილვას, მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ისეთი აქტუალური და მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული დაავადებების მიმოხილვას, როგორიცაა ქრონიკული ვენური დაავადება და ვენური თრომბოზი. შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ და დაესწრონ საინტერესო სესიებს, მონაწილეობა მიიღონ ვორქშოფებში და აქტიურად ჩაერთონ დისკუსიაში ცნობილ ექსპერტებთან.

შავი ზღვის საერთაშორისო ფლებოლოგთა შეხვედრა არის პირველი პრეცედენტი, როდესაც სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ფლებოლოგიის დარგში აღნიშნული არეალის - შავი ზღვის აუზის ქვეყნების მონაწილეობით იმართება და მასში მსოფლიო დონის წამყვანი ექსპერტები არიან ჩართულნი. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა საფუძველი გახდა შავი ზღვის ფლებოლოგთა ასოციაციის ჩამოყალიბების პროფ. ზაზა ლაზარაშვილის თაოსნობით. იორგანიზატორების რწმენით, შეხვედრა უდავოდ დიდ წვლილს შეიტანს ამ დარგის და ქრონიკული ვენური დაავადების მართვის პრაქტიკის გაუმჯობესებაში.

ღონისძიების მხარდამჭერია აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

კონფერენცია ხვალ დასრულდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics