2018-05-25 11:11:15, 621 ნახვა
რეგიონი
ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს
რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს.
დაკავებული სოფელ ფლავის მკვიდრი 22 წლის მამაკაცია. იგი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
როგორც „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
ავტორი: ,