22:25 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-16 11:31:39, 516 ნახვა

რეგიონი
ზაალ მიქელაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს შეხვდა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ბათუმში პარვიზ ისმაილზადეს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა - ჯანდაცვის მიმართულებით 2012 წელს დაწყო. 2012 წელს ნახიჩევანში ბათუმიდან იმყოფებოდა ასთმით დაავდებული 15 მოზარდი. მეორე ვიზიტი განხორციელდა 2014 წელს, ბათუმიდან ნახიჩევანში გაემგზავრა 23 მოზარდი. ამავე პერიოდში აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ უმასპინძლა ნახიჩევანის რესპუბლიკის სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე 21 წარმომადგენელს. პროექტი გასულ წელსაც განხორციელდა. პარვიზ ისმაილზადემ აჭარაში დიპლომატიური საქმიანობა 2018 წლის თებერვალში დაიწყო. ახალმა კონსულმა რაშიდ ისმაილოვი ჩაანაცვლა, რომელიც აჭარაში 2015 წელიდან საქმიანობდა. მინისტრმა ახალ კონსულს აჭარაში დიპლომატიური მისისს დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics