|
2018-05-04 10:56:30, 581 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან ბათუმში პარვიზ ისმაილზადასთან. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები და მათი განვითარების პერსპექტივები მიმოიხილეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობას და რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას. აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. აქტიურია ქვეყნებს შორის თანამშრომლობა როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროებში. ზურაბ პატარაძის თქმით, დინამიურად ვითარდება ქვეყნებს შორის თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე ტურიზმის, ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და ეკონომიკის სფეროებში. „ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტს, რომელიც შექმნის პირდაპირ სარკინიგზო კავშირს ევროპასა და აზიას შორის. ყოველწლიურად მზარდია აზერბაიჯანიდან ტურისტების რაოდენობა და იგი ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით"- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აზერბაიჯანის გენერალურ კონსულთან საინვესტიციო და ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებას გაუსვა ხაზი. ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს შორის უფრო მეტი კონტაქტების დასამყარებლად ერთობლივი ეკონომიკური ფორუმების ჩატარება დაიგეგმა. საუბარი შეეხო ასევე აზერბაიჯანიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენების საკითხს.
(NS)
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)