12:54 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 14:15:40, 500 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე სპორტული კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად, სპორტული კომპლექსის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა ლეონიძის ქუჩაზე, ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის ტერიტორიაზე ინტენსიურად მიმდინარეობს.

მთავრობის წარმომადგენლებს პროექტის ხელმძღვანელმა პირებმა ამ დროისთვის არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ამ ეტაპზე ტერიტორიის რკინა-ბეტონით საძირკვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც საძირკვლის შევსების, მონოლითური რკინა-ბეტონის სვეტებსა და ნულოვან ნიშნულამდე კედლების მოწყობის სამუშაოები დაიწყება.

პროექტის ფარგლებში, პარალელურად ტერიტორიის ეზოს და პარკირების ადგილის ფუძის მოწყობა ხორციელდება. სამუშაოებში დღეისათვის 60 ადამიანია დასაქმებული.

ზურაბ პატარაძის თქმით, ახალი სპორტის სასახლე მრავალფუნქციური სპორტული ობიექტია, რომელიც  ყველა საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებს და რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის ტურნირებს უმასპინძლებს.

3400 მაყურებელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის სამშენებლო ფართი დაახლოებით 23 000 კვ.მეტრია და იქ  სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის 10-ზე მეტი დარბაზი განთავსდება. გარდა ძირითადი ფუნქციონალური დარბაზებისა,  თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსში ადმინისტრაციული ფართები, საკონფერენციო დარბაზი, სამედიცინო პუნქტი, VIP ზონა და მედიისთვის განკუთვნილი ადგილები, ასევე გასახდელები და სხვა დამხმარე ობიექტები მოეწყობა. შენობას, ასევე, ღია ავტოსადგომი ექნება. კომპლექსი შშმ პირებისთვის იქნება ადაპტირებული. მშენებლობის ღირებულებაა 61 977 777 ლარი. მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 თვეში (ხელშეკრულება 2018 წლის 8 იანვარს გაფორმდა) დასრულდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics