12:54 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-02 10:26:44, 646 ნახვა

რეგიონი
პირველად საქართველოში - „მაგთიკომი“ ახალ ტექნოლოგიას ნერგავს

VoLTE (Voice over Long Term Evolution) ტექნოლოგიაა, რომლის საშუალებითაც 4G/4.5G-LTE ქსელში შესაძლებელია განხორციელდეს მაღალი გარჩევადობის სატელეფონო ხმოვანი ზარი.

მას ასევე „HD Voice“-ის სახელით მოიხსენიებენ და ხმის ხარისხობრივი მაჩვენებლის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გულისხმობს.

VoLTE ტექნოლოგიას არაერთი უპირატესობა აქვს:

ხმის ხარისხი განსაკუთრებული სისუფთავითა და სმენადობით ხასიათდება; 

დაკავშირების დრო საგრძნობლად შემცირებულია, დარეკვა ხდება მომენტალურად,                  1-2 წამში; საუბრის პარალელურად, შესაძლებელია 4G/4.5G-LTE ქსელის მობილური ინტერნეტით სარგებლობა.

მომხმარებელი ამ სერვისით სარგებლობისას არ გახარჯავს ინტერნეტს (მეგაბაიტებს),                 ეს ცალკე ხმოვანი სერვისია, რომელიც არ უკავშირდება ინტერნეტის მოხმარებას.

მაგთიკომის ქსელი სრულად აკმაყოფილებს VoLTE-ის სტანდარტებს. შესაბამისად, კომპანიას შეუძლია უზრუნველყოს VoLTE-ის სერვისი  ყველა მწარმოებლის თანამედროვე სმარტფონებისთვის, მაგრამ ამისათვის აუცილებელია, რომ მწარმოებელმა ეს ფუნქცია გაააქტიუროს კონკრეტულად საქართველოს რეგიონისათვის. დღეისათვის მაგთის ქსელში ჩართული სამსუნგისა და ჰუავეის რიგი მოდელების საშუალებით მომხმარებლები ისარგებლებენ ახალი ტექნოლოგიით, ახალი მოდელები კი პერიოდულად დაემატება ამ ჩამონათვალს. 

მაგთიკომი პირველი და ერთადერთია საქართველოში, ვინც VoLTE ტექნოლოგია დანერგა და, შესაბამისად, მხოლოდ მაგთიკომის აბონენტები ისარგებლებენ სერვისით.

„VoLTE ტექნოლოგია კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია სერვისის ხარისხის სრულყოფისა და მომხმარებლების კმაყოფილების გაზრდის მიმართულებით. მაგთიკომი, ტრადიციულად, ფეხდაფეხ მიჰყვება მსოფლიოს ტექნოლოგიურ სიახლეებს და ხშირ შემთხვევაში საქართველოში პირველი ნერგავს  უახლეს ტექნოლოგიებს“, - აცხადებენ კომპანიაში. 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics