10:41 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-20 21:19:01, 626 ნახვა

რეგიონი
არხილოსკალოში საპილოტო არეალის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში არხილოსკალოს საზოგადოებრივ ცენტრში საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საპილოტო არეალზე ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა.

ღონისძიებაზე საპილოტო პროექტის მენეჯერმა ელენე გრიგოლიამ მიმოიხილა ჩატარებული სამუშაოები და სტატისტიკური მონაცემები.

მან ადგილობრივ მოსახლეობას აქტიური ჩართულობისთვის, ხოლო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ხაზი გაუსვა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მნიშვნელობას რეგიონში მიწის ბაზრის განვითარება და ეკონომიკისთვის.

შეხვედრაში ადგილობრივები და  მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

არხილოსკალო მესამე არეალია, სადაც მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო  პროექტი წარმატებით დასრულდა. ბოლო მონაცემებით, მოცემულ არეალზე გამოვლენილია 2330 მიწის ნაკვეთი, რომელთაგან უკვე რეგისტრირებულია 1323 მიწის ნაკვეთი. სარეგისტრაციო პროცედურები ივნისში დასრულდება.

ამჟამად, ტექნიკური სამუშაოები დასრულებულია იმავე მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში და მიმდინარეობს საჯარო გაცნობის პროცესი, ხოლო საგურამოსა და სალხინოში - მიწის აზომვითი სამუშაოები გრძელდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics