|
2018-04-20 16:37:08, 699 ნახვა
რეგიონი
ლვოვიდან აჭარას ჟურალისტები და ტუროპერატორები სტუმრობენ
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ლვოვიდან ჟურნალისტები და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები სტუმრობენ. უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ტურისტული ქალაქიდან აჭარის ტურისტულ პოტენციალს ლვოვის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ტელეკომპანიების 1st west TV channel და ZIK channel-ის გადამღები ჯუფები, ასევე უკრაინული ავიაკომპანიებისა და ტურისტული სააგენტოების მენეჯმენტი ეცნობა. მათ აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და რეგიონში მოგზაურობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდათ, რის შემდეგაც გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ადგილობრივი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან. შეხვედრის შემდეგ საინფორმაციო ტურის მონაწილეები ქალაქისა და მთიანი აჭარის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნობიან. აჭარაში და ზოგადად საქართველოში უკრაინელი მოგზაურების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. გასულ წელს, აჭარას 38, 467 უკრაინელი მოგზაური, ხოლო ზოგადად, საქართველოს 193, 127 უკრაინელი მოგზაური სტუმრობდა, რაც 10.4%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს. მზარდია ავიამიმოსვლების რიცხვიც უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით. 2017 წელს, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით 4 ავიაკომპანია დაფრინავდა. წელს, პირდაპირი ფრენები უკვე იწყება უშაულოდ ლვოვიდან ბათუმის მიმართულებით. 8 ივნისიდან, ავიამიმოსვლა ლვოვი-ბათუმი ყოველ პარასკევს შესრულდება. 19 ივნისიდან, კი მას დაემატება მეორე რეისი, რომელიც სამშაბათს შესრულდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გასულ წელს ინფო და პრესტურების მეშვეობით აჭარის ტურისტული პოტენციალი 500-მდე უცხოელ ჟურნალისტსა და ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულ ადამიანს გააცნო. 2018 წელს, რეგიონის პოპულარიზაცია 16 სამიზნე ქვეყანაში გაგრძელდება.
(NS)
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)