07:35 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-15 12:23:55, 714 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახები მოინახულა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში აჭარიდან ჩასახლებულ  ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ და საცხოვრებელი სახლების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცეს. ზურაბ პატარაძესთან ერთად, კახეთის რეგიონში მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე იმყოფებოდნენ. 

2004-2009 წლებში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შესყიდული სახლების დაკანონების პროცესი 2015 წელს დაიწყო. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი 94 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა, მთელი საქართველოს მასშტაბით კი - საკუთრების მფლობელი 500-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი გახდა და ეს პროცესი გრძელდება. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დევნილთა და განსახლების მინისტრთან ერთად,  ლაგოდეხში, სოფელ ჰერეთისკარში მე-20 საუკუნის 80-იან წლების ბოლოს აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებსაც შეხვდა. 

ჰერეთისკარში მცხოვრებმა აჭარელმა ეკომიგრანტებმა თავად დაარსეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰერეთი", რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, სოფლის განვითარების ხელშესაწყობად, პროექტებს ახორციელებს. მხოლოდ 2017 წელს სოფელ ჰერეთისკარში სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ძირითადად სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად და გასავითარებლად,  მცირე გრანტები  40 ოჯახზე გაიცა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics