14:31 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-04 15:48:34, 422 ნახვა

რეგიონი
მაღალმთიან რეგიონებში კოოპერატივების მხარდაჭერა გრძელდება

მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა. 

2018 წელს კიდევ უფრო მეტი კოოპერატივი შეძლებს ჩაერთოს სახელმწიფო პროგრამაში და მიიღოს სარგებელი. პროგრამაში ცვლილებებით მაღალმთიან რეგიონში მოქმედი დამატებით  10 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი შეძლებს  პროგრამაში ჩართვას. 

გასულ წელს 21 მაღალმთიანი მუნიციპალიტეტიდან   პროგრამაში 29 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჩაერთო, რომელშიც მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები 851 პირია გაერთიანებული. მათ  25 წლიანი იჯარით  გადაეცემათ სათიბ-საძოვრები  და  საქონლის საკვებწარმოებისათვის თანადაფინანსებით  ტრაქტორები გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.

სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები ასევე ითვალისწინებს  დმანისის, წალკის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში რძის მიმღებ -გადამამუშავებელი საწარმოების აშენებას და აღჭურვას.  (თითოეული საწარმო დღიურად 10 ტონა რძის გადამუშავებას შეძლებს ) რაც შეეხება პროგრამით უკვე გათვალისწინებული რძის საწარმოს მშენებლობას, დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის  ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს  საწარმოს მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები.  

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აშენებული ოთხივე საწარმო პირდაპირი მიყიდვის წესით, შეღავათიან ფასად გადაეცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ პროგრამით დადგენილ მოთხოვნებს. 

საწარმოების გამოსყიდვა პროგრამით დადგენილი წესით  8 წლის განმავლობაში მოხდება.

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენება“ კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის  გაუმჯობესებას და მათთვის კეთილდღეობის შექმნას შეუწყობს ხელს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics