01:46 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-28 17:16:25, 819 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ნეონატალური რეანომობილი განთავსდა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა ბათუმში ნეონატალური რეანომობილი განათავსა.

ცერემონიას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრი ზაალ მიქელაძე და ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი მინდია კახიძე დაესწრნენ.

ნეონატალური რეანომობილის საშუალებით, კლინიკებს შორის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ახალშობილების სამედიცინო ტრანსპორტირება განხორციელდება. ევროსტანდარტების შესაბამისი სპეცმანქანა ინკუბატორით, საინფუზიო, სამანიპულაციო და მონიტორინგის სისტემებით სრულად არის აღჭურვილი. ახალშობილების გარდა, რეანომობილის სამედიცინო ინფრასტრუქტურა ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტის მართვის საშუალებას იძლევა.

10 ახალი რეანომობილი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ   გადასცა. განახლებული ავტოპარკი გადაუდებელი დახმარების სერვისს გააუმჯობესებს.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics