13:17 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 20:21:12, 741 ნახვა

რეგიონი
მთავრობა მაღალმთიან რეგიონებში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წახალისებას აგრძელებს

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე 2 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს "განძა+“ და „ულეველას" ჯამში 1600 ჰა-ზე მეტი  ფართობის სათიბ-საძოვრი 25 წლიანი იჯარით გადაეცა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კოოპერატივებს საქონლის საკვებწარმოებისათვის თანადაფინანსებით   გადაეცემათ ტრაქტორები გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.

ნინოწმინდასა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მოქმედ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში “განძა+“ და „ულეველა" გაერთიანებულია ჯამში 87 ადგილობრივი რომელთა საკუთრებაში არსებული საქონლის რაოდენობა 900-ზე  მეტ ფურს შეადგენს. 

სახელმწიფო პროგრამა 2017 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს გრძელდება, პროგრამაში  21 მაღალმთიანი მუნიციპალიტეტიდან ჩართულია 29 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატი, მათ შორის 8 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს უკვე გადაეცა ჯამში 4900 ჰა-ზე მეტი სათიბ-საძოვარი.

პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის  ადმინისტრაციულ ერთეულში რძის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება.

სახელმწიფო პროგრამის მიზანია მაღალმთიან რეგიონებში სათიბ-საძოვრების რაციონალურად ათვისება და  მესაქონლეობის  დარგის განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების გზით.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics