02:40 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-27 15:40:15, 889 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციას ეხმაურება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციას ეხმაურება.

„გვსურს გამოვეხმაუროთ აჭარის მთავრობის სახლთან დღეს გამართულ აქციას, რომელიც ერთი კონკრეტული პარტიის ინტერესებს ემსახურებოდა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ხეების გადატანა ხორციელდება კანონის ფარგლებში. მათი უმეტესი ნაწილი კერძო მესაკუთრეებსა და კომპანიებს შორის მოლაპარაკების გზით ხდება. კომპანიებს აქვთ ვალდებულება მოახდინონ აღნიშნული ტერიტორიების რეკულტივაცია, რასაც აჭარის მთავრობა, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, სრულ მონიტორინგს გაუწევს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გამზადებულია ახალი ნარგავები, წესრიგდება ირგვლივ არსებული ინფრასტრუქტურა, პროცესში ჩართულები არიან დარგის საუკეთესო სპეციალისტები. გარდა ამისა, მწვანე კონცხის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება უპრეცედენტო ინვესტიცია, შენდება ულტრათანამედროვე  5 ვარსკვლავიანი სასტუმრო. მოეწყობა საბაგირო და ზღვისპირა ინფრასტრუქტურა, რომელიც იქნება საზოგადოებრივი გამოყენების და აღნიშნულით სარგებლობა ყველას შეეძლება.

ნაციონალურ მოძრაობას სურს ხეების გადატანის საკითხი ხელოვნურად აქციოს აჟიოტაჟის საგნად, მაშინ როცა სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაიჩეხა ასეულობით ჰექტარი ხე-ტყე და განადგურდა სარეკრეაციო ზონები“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics