2018-02-27 13:10:05, 635 ნახვა
რეგიონი
შუახევში ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულ ნიმუშებს შეისწავლიან
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით კულტურის ცენტრმა ახალი პროექტის „ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ნიმუშების დაფიქსირება - საარქივო მასალების შექმნა“ განხორციელება დაიწყო.
პროექტის მიზანია: მუნიციპალიტეტის დღევანდელ ცოცხალ ყოფაში შემორჩენილი ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ტრადიციების დაფიქსირება; ხალხური სიმღერის, ზეპირსტიყვიერების, ქორეოგრაფიული ნიმუშებისა და ეთნოგრაფიული მასალების მოძიება; მომღერლების, ლოტბარების, ხალხურმელექსეთა და ავტორ-მთქმელთა შემოქმედების აღწერა-ფიქსაცია.

საექსპედიციო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში მერიის და კულტურის ცენტრის თანამშრომლები არიან, უკვე იმყოფებოდნენ: ფურტიოში, ბუთურაულში, ნენიაში, დაბაძველში.
(NS)
ავტორი: ,