02:38 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-18 12:08:01, 1451 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორიამ მიუნხენში ორმხრივი შეხვედრები გამართა

„ჩვენი თანამშრომლობა როგორც ნატოს წევრ, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან უფრო მაღალ ხარისხში იქნება აყვანილი, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, თითოეული მოქალაქის დაცულობას და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს“, - ასე შეაჯამა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ გერმანელ და ნორვეგიელ კოლეგებთან  ორმხრივი შეხვედრები, რომელიც მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. 

ორმხრივ შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალი ასპექტები იყო. როგორც ლევან იზორიამ ნორვეგიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველოს მონაწილეობა სკანდინავია-ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოების დისკუსიებში გააქტიურდება, მრავალეროვნული წვრთნებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით კი,  ქართული მხარე ახლო მომავალში ნორვეგიას ესტუმრება.

გერმანიის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების საკითხებზე გამახვილდა.

„გერმანია ბევრს გააკეთებს, რომ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყოს ხელი. ამ მიმართულებით გერმანიამ უკვე გამოყო რამდენიმე მილიონი და მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით მხარდაჭერას,“ - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.  

საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში  საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს შეხვდნენ. სამი დღის განმავლობაში, მიუნხენში შეკრებილი მსოფლიო პოლიტიკური ლიდერები და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები ევროპული და გლობალური უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.

2018 წლის საერთაშორისო ფორუმის დღის წესრიგის მთავარი თემაა ევროკავშირის, როგორც გლობალური მოთამაშის როლი და მისი ურთიერთობები რუსეთთან და აშშ-თან. 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics