02:30 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-17 13:06:06, 695 ნახვა

რეგიონი
„აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ბენეფიციარმა, ქარელში სასათბურე მეურნეობა მოაწყო

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ბენეფიციარმა, გიორგი ტალახაძემ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისში სასათბურე მეურნეობა მოაწყო.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მეურნეობის მოსაწყობად სულ 47 740 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 19 096 ლარი ფერმერმა გრანტის სახით მიიღო, რომელიც გათბობის სისტემების შესაძენად გამოიყო. გათბობის სისტემის დამონტაჟების შემდეგ, სასათბურე მეურნეობაში 20 ტონამდე ბოსტნეულის მოყვანა იქნება შესაძლებელი.

სოფელ ცერონისში სასათბურე მეურნეობა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს საგრანტო მენეჯერმა თორნიკე კაპანაძემ და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ სიმონ გულედანმა დაათვალიერეს.

„აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამას“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამას სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (GEF) აფინანსებს. პროგრამით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40% -ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა - 60% -ს.

პროექტის დაწყებიდან დღემდე დაფინანსება 130 ბენეფიციარმა მიიღო, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების ოდენობამ 2 800 000 ლარს გადააჭარბა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესი“-ს ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics