2018-02-15 16:15:17, 725 ნახვა
რეგიონი
თურქეთის ელჩი სარეაბილიტაციო ცენტრ „თანას“ ეწვია
თურქეთის ელჩი საქართველოში - ფატმა ჯერენ იაზგანი, აჭარაში ვიზიტის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვია.
დიპლომატს ცენტრში აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ უმასპინძლა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სარეაბილიტაციო ცენტრი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მიერ 2013-2014 წწ გარემონტდა და აღიჭურვა.
ცენტრში რეაბილიტაციის კურსს ყოველღიურად 150-მდე შშმ ბავშვი გადის, მათვის შექმნილია ადაპტირებული გარემო. ცენტრში, ასევე, ფუნქციონირებს მარტოხელა დედების თავშესაფარი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2018 წლის პროგრამის ფარგლებში თავშესაფრით 22 ბენეფიციარი სარგებლობს.
(NS)
ავტორი: ,