|
2018-02-10 15:13:22, 966 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში თურქეთის მოქალაქე გაიტაცეს
ოკუპირებულ აფხაზეთში თურქეთის მოქალაქე, თევზსაჭერი გემის კაპიტანი სელიმ კაია გაიტაცეს, - ამის შესახებ Sputnik-Abkhazia იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, გატაცების ფაქტი ოჩამჩირეში, გუშინ საღამოს, 20:45 საათზე მოხდა. „საღამოს, დაახლოებით 20:45 საათზე თურქული თევზსაჭერი გემის კაპიტანი კაფეში იმყოფებოდა. როდესაც მან წასვლა დააპირა, ერთ-ერთ ადგილობრივს პორტამდე მანქანით მიყვანა სთხოვა. რამდენიმე მეტრში ისინი ორმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა გააჩერა, მძღოლი ავტომობილიდან გადმოიყვანეს, თვითონ კი, მანქანაში ჩასხდნენ და გემის კაპიტანთან ერთად წავიდნენ“, - განაცხადა ოჩამჩირეს რაიონის ე.წ. ხელმძღვანელის "მოადგილემ", სლავიკ კუჩუბერიამ. მისივე ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა. მანვე დასძინა, რომ დღეს დილით, ავტომობილი გალი-ოჩამჩირის ტრასაზე იპოვეს და სატრანსპორტ საშუალების საქარე მინაზე ტყვიის კვალი იყო. "სისხლის კვალი არსად ფიქსირდება", - დასძინა მან. საქმეს ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო უწყება იძიებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)