2018-02-06 11:51:49, 857 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და ნაურუს შორის უვიზო მიმოსვლა გაფორმდა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა და ნაურუს პრეზიდენტმა ბარონ დივავესიმ ვაქასთან სავიზო მიმოსვლის გაუქმებას ხელი მოაწერეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკი“ ავრცელებს.
"შეთანხმების თანახმად, ქვეყნების მოქალაქეები ვიზის გარეშე მიმოსვლას და ქვეყანაში 90 დღის განმავლობაში ყოფნას შეძლებენ", - განაცხადეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო სამინისტროში.
გარდა ამისა, სამხრეთ ოსეთსა და ნაურუს შორის „რეფერნდუმიც“ გაფორმდა, რომლის თანახმად, ნაურუს მხარე, გაეროში სამხრეთ ოსეთის ე.წ მთავრობის ინტერესებს დაიცავს.ის ასევე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაშო დაცვას დაჰპირდა, რომელშიც ნაურუა გაერთიანებული.
ავტორი: ,