15:08 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 18:25:02, 893 ნახვა

სამხედრო
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმიური სწავლება ჩატარდა

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმიური სწავლება ჩაატარა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმიტირებულ სწავლებაში 31-ე ბატალიონის სამი ასეული მონაწილეობდა.

უწყების ცნობით, ქართველი სამხედროების მხარდაჭერას ამერიკელი საზღვაო ქვეითები ახორციელებდნენ.

სწავლება ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმით განხორციელდა.

წვრთნების მიზანი კორდონისა და ჩხრეკის ოპერაციების დროს მოწინააღმდეგის საწყობების აღმოჩენა, შეიარაღების ამოღება და სამხედრო უნარ-ჩვევების კიდევ უფრო დახვეწაა.

III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ოქტომბრის თვიდან ასრულებს.

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics