2017-11-25 19:17:38, 877 ნახვა
რეგიონი
ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეიზღუდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ30-კმ96 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ავტორი: ,