|
2017-11-17 16:08:18, 1246 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე თურქეთში ვიზიტს აგრძელებს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქ ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს. აჭარის დელეგაციის წევრებმა შეხვედრები უკვე გამართეს ართვინისა და რიზეს რეგიონების გუბერნატორებთან და მერებთან, ასევე სავაჭრო-სამრეწველო პალატების და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან. დღეს ზურაბ პატარაძე ტრაპიზონის გუბერნატორს იუჯელ იავუზს და ტრაპიზონის მერს ორჰან ფევზი გუმრუქჩუოღლუს შეხვდა. ბათუმსა და ტრაპიზონს შორის დამეგობრებას ხელი 2000 წელს მოეწერა. მას შემდეგ ორ რეგიონსა და ორ ქალაქს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობა მიმდინარეობს. შეხვედრებზე საუბარი შეეხო აჭარისა რეგიონსა და ტრაპიზონის გუბერნიას შორის ერთობლივი პროექტების განხორციელებას ტურიზმისა და ეკონომიკის, ასევე კულტურულ-ჰუმანიტარულ და საგანმამათლებლო სფეროებში. ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა ტრაპიზონის გუბერნატორს იუჯელ იავუზის და მის მოადგილეს 16 ივლისს ქ. გირესუნთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქართული ცეკვის საბავშვო ანსამბლის წევრებისთვის გაწეული დახმარებისათვის. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის საკრუიზო პოტენციალზე და აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება შავი ზღვისპირა ქალაქებზე ერთიანი საკრუიზო მარშრუტის შემოღება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორი რეგიონისა და ორ ქვეყნის ტურიზმის განვითარებას. აჭარის დელეგაციის თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის მიზანს საქართველოსა და თურქეთის მეზობელ რეგიონებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება წარმოადგენს. (NS)
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)