06:19 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 10:54:36, 924 ნახვა

რეგიონი
ბიბილოვი: საქართველოსთან საზღვარზე უსაფრთხოების დაცვისთვის შესაბამისი საინჟინრო სამუშაოები უნდა ჩავატაროთ

საქართველოსთან საზღვარზე უსაფრთხოების დაცვისთვის შესაბამისი საინჟინრო სამუშაოები უნდა ჩავატაროთ, - ამის შესახებ დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე მოლაპარაკებები მოსკოვში მისი ვიზიტის დროს შედგა.

„რუსეთში გამართულ შეხვედრებზე მე აღვნიშნე, რომ სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების სრული დაცვისთვის მის კეთილმოწყობაზე უნდა ვიზრუნოთ და შესაბამისი საინჟინრო სამუშაოები ჩავატაროთ. მესმის, რომ მსგავსი ნაბიჯები საქართველოს მხრიდან წინააღმდეგობას გამოიწვევს. თუმცა, ამაში საქართველოსთვის ვერაფერს საგანგაშოს ვერ ვხედავ. ყველას აქვს უფლება საკუთარი ტერიტორიები დაიცვას და აღჭურვოს საზღვრები საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით", - აღნიშნა ბიბილოვმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics