06:19 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-16 16:58:43, 953 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელ დირექტორს პრაშანტ ჯოშს, პროექტის დირექტორს ოლაფურ ბირგისსონს, მიწისა და სოციალურ საკითხთა დირექტორს ზვიად დიასამიძეს და სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინატორს დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობაში ინგული დავითაძეს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მერიასა და კომპანიას შორის არსებული კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობის გზებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით კონკრეტული მიზნები დასახეს.

შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლობა შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ პროექტის შესახებაც ისაუბრეს და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილეს ყურადღება, როგორიცაა გვირაბებში არსებული მდგომარეობა.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ აგრძელებს შუახევი ჰესის გვირაბების დათვალიერებას, კომპანიის ტექნიკური გუნდი, საერთაშორისო კონსულტანტებთან და ექპერტებთან ერთად ახდენენ ყველა ობიექტის ინსპექტირებას.

ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით შეხვედრები შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯიასთან“ მომავალშიც გაგრძელდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics