18:16 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 12:36:59, 774 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ბოტანიკოსთა საერთაშორისო სიმპოზიუმს დაესწრო

დღეს ბოტანიკოსთა სიმპოზიუმი „კოლხეთის მცენარეთა სამყარო: მრავალფეროვნება, ეკოლოგია, კონსერვაცია" გაიმართა.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის დაარსების 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სიმპოზიუმს  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქ ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად დაესწრო.

ზურაბ პატარაძემ სიმპოზიუმის მისასალმებელ სიტყვაში რეგიონისათვის ბათუმის ბოტანიკური ბაღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აჭარის ტურისტულ პოტენციალს განსაკუთრებით ამდიდრებს და ღირებულს ხდის ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რომელიც უკვე საუკუნეზე მეტია ქვეყნისა და რეგიონის ნამდვილი სავიზიტო ბარათია.

,,ყოველწიურად მზარდია ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორთა რაოდენობა: 2017 წლის ზაფხულში კი 35 %-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც მე განსაკუთრებით მახარებს.

განსაკუთრებით მახარებს და მეამაყება ასევე ახალი და ინოვაციური პროექტი - ალპური ბოტანიკური ბაღი, რომლის იდეა მართლაც უნიკალურია: ერთი მხრივ იგი ბუნებრივი სიმდიდრისა და ფლორისტული მრავალფეროვნების გრძელვადიან კონსერვაციას და ეკოსისტემის შენარჩუნებას ემსახურება,  მეორე მხრივ კი ხელს უწყობს მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის გაზრდას, ინვესტიციების მოზიდვას  და ეკონომიკური სარგებლის შექმნას მთის მოსახლეობისთვის", - განაცხადა სიტყვაში ზურაბ პატარაძემ.

საერთაშორისო სიმპოზიუმში 7 ქვეყნის (აშშ, ინგლისი, იტალია, ბელარუსი, უკრაინა,  რუსეთი, თურქეთი) 150-მდე ბოტანიკური ბაღების და ბოტანიკური  ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სამდღიანი სიმპოზიუმის ფარგლებში გათვალისწინებულია ექსკურსიები გოდერძის უღელტეხილზე აჭარის მაღალმთიანი ეკოსისტემების და ენდემური სახეობების გასაცნობად და გოდერძის ალპურ ბაღში მიმდინარე სამუშაოების სანახავად. სტუმრები ასევე დაათვალიერებენ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, ეთნოგრაფიულ მუზეუმს „ბორჯღალო"  და გონიოს ციხეს.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics