|
2017-10-20 12:02:39, 1301 ნახვა
სამხედრო
რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ოფიციალურად გადაიბარა
სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულება ოფიციალურად დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის ბაზაზე - ქაბულში გაიმართა. რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა, როტაციის წესით, I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეული ჩაანაცვლა. უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. ქართულ კონტინგენტს სიტყვით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა მიმართა. მან მისიის წარმატებით შესრულებისთვის „ბრავო“ ასეულს მადლობა გადაუხადა, ხოლო რეინჯერთა ასეულს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სრულყოფილად შესრულება უსურვა. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის ბაზის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ბრაიან ოლეტიმ ხაზი ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს გაუსვა და ახლადჩასულ რეინჯერებს მისიის შესრულებაში სრული ნდობა გამოუცხადა. „ვესწრები ქართველი სამხედროების წარმატებული მისიის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. ქართველები ძალიან მამაცი სამხედროები არიან. ველი ახალ კონტინგენტთან შეხვედრას და მათთან ერთად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებას. ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ ქართველ მშვიდობისმყოფელებს, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან“, - განაცხადა პოლკოვნიკმა ბრაიან ოლეტიმ. გადაბარების ცერემონიალს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ახალი უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის საშტაბო ბაზის მთავარი სერჟანტი სერჟანტ-მაიორი ჯეიმს ტაში დაესწრნენ. ღონისძიებაზე ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებული ასეული სამშვიდობო მისიას ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართველი სამხედროების ამოცანას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.
(NS)
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)