16:49 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-06 12:28:15, 946 ნახვა

რეგიონი
შუახევში სალოტბარო სკოლა გაიხსნა

 5 ოქტომბერს შუახევში სალოტბარო სკოლა გაიხსნა. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს და მუნიციპალიტეტს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმის თანახმად მსურველები უფასოდ შეძლებენ, ძველი ხალხური, ტრადიციული სიმღერების და გალობის შესწავლას. სკოლის დამთავრების შემდეგ კი წარჩინებული მოსწავლეები სწავლას გააგრძელებენ გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში.

საქართველოს მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს 18 სალოტბარო სკოლა სადაც საუკეთესო ლოტბარები და რეგენტები 700-მდე ბავშვს უფასოდ ასწავლიან ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics