00:41 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-29 18:10:05, 1034 ნახვა

სამხედრო
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 231 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

ქალაქ ახალციხეში, უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტების საბრძოლო მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რაბათის ციხესთან ღვთისა და ერის წინაშე ფიცი 231 სამხედრო მოსამსახურემ დადო. მათ კურსის დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის პირად შემადგენლობასა და ჯარისკაცების მშობლებს მადლობა გადაუხადეს.

ფიცის დადების შემდეგ, ღონისძიება დაჯილდოებით გაგრძელდა. კურსის საუკეთესო ინფრასტრუქტორსა და საუკეთესო კურსდამთავრებულს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. ფიზიკურ მომზადებაში საუკეთესო მაჩვენებლის მქონე სამხედრო მოსამსახურემ საპატიო სიგელი მიიღო. საპატიო სიგელი გადაეცა ასევე ჯარისკაცს ,ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ნორმატივების წარმატებით შესრულებისათვის. გამოვლინდა ყველაზე დისციპლინირებული კურსდამთავრებულიც.

საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში რეკრუტებმა საბრძოლო მომზადების სამთვიანი კურსი გაიარეს. კურსის განმავლობაში ისინი სადისციპლინო წესდებას, ტაქტიკას, საცეცხლე მომზადებას, სამხედრო ტოპოგრაფიასა და პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ. ისინი სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და ოთხწლიან საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურს გაივლიან.

ფიცის დადების ცერემონიას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ჯარისკაცების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ, რომლებსაც მათთან გასაუბრების შესაძლებლობა მიეცათ. პირადი შემადგენლობა საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის კაპელანმა, დეკანოზმა ალექსანდრემ დალოცა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics