2017-09-19 14:48:29, 642 ნახვა
რეგიონი
გორიჯვრის მთის ფერდობზე ხანძარია
გორში, გორიჯვრის მთის ფერდობზე ხანძარია.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, გორიჯვრის მთის ფერდობზე ბალახი და ბუჩქნარები იწვის, ვითარებას კი ქარი ართულებს.
„ბალახი და ბუჩქნარი იწვის. ადგილზე არიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ისინი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ“,-აცხადებენ სააგენტოში.
ავტორი: ,