16:51 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-17 14:53:07, 2672 ნახვა

საზოგადოება რეგიონი
აფეთქების შედეგად დაზარალებულებს აჭარის მთავრობა დაეხმარება

ბათუმში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულებს აჭარის მთავრობა დაეხმარება. ამის შესახებ განცხადება მედიასთან დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ გააკეთა:

„ჩვენ ამ დილით დაზარალებულ მოსახლეობას ქალაქ ბათუმის მერიაში  შევხვდით. ამ ეტაპზე ჩვენ მათ ვთავაზობთ დროებითი ფართით უზრუნველყოფას. შეიძლება ითქვას, რომ ალტერნატიული ბინის ფართების შეთავაზებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მივიღეთ. გამოძიების დასრულებამდე ვთავაზობთ მოსახლეობას გადავცეთ კონკრეტული ბინები. ასევე არის მეორე შეთავაზება, მოხდება დაზარალებული სახლების რემონტი. ველოდებით მოსახლეობისგან დასტურს და შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. თუ საბოლოო ჯამში მოხდება მოლაპარაკება მოსახლეობასთან და ფართები  გადაეცემათ საკუთრებაში, მოხდება ჩანაცვლება, მათი საცხოვრებელი ფართები გადაეცემა სახელმწიფოს. ამ ეტაპზე ყველაფერს სახელმწიფო დაფარავს", - აღნიშნა ბოლქვაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე ხანძარი თხევადი აირის აფეთქებამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად 4 სახლი დაზიანდა. დამწვრობა მიიღო ორმა ადამიანმა. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. აჭარის მთავრობა ადგილზე გაეცნო მდგომარეობას და აგრძელებს დაზარალებულებთან მუდმივ კომუნიკაციას.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics