20:55 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-16 10:53:45, 625 ნახვა

რეგიონი
აჭარაში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

8-9 სექტემბერს, ბათუმი სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას „სოფლის ტურიზმის საერთაშორისო სტანდარტები და ტენდენციები“ უმასპინძლებს.

კონფერენციის ფარგლებში ქართველი და უცხოელი ექსპერტები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორებიცაა სოფლის ტურიზმის ზოგადი სტანდარტები, სოფლის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პროგრამები, ღვინის ტურიზმის სტანდარტები, ასევე ტურისტების მოზიდვა და  სოფლის ავთენტურობის შენარჩუნება ინოვაციური სერვისებისა და აქტივობების  დანერგვის პარალელურად.

კონფერენციის ფარგლებში იგეგმება პრეზენტაციები, მოხსენებები, სემინარები და დისკუსიები მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ. მოეწყობა გაცნობითი პრაქტიკული ვიზიტები აჭარის რეგიონის ტურისტულ მარშრუტებზე. 

კონფერენცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება. მას საოჯახო სასტუმრო სახლების, ტურისტული სააგენტოების, სოფლისა და ეკოტურიზმის დარგის, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics