08:07 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-30 14:19:41, 733 ნახვა

სამხედრო
იზორია: ქართველმა სამხედრომ პარტნიორებთან თანამშრომლობით თავისი თავდადება და პროფესიონალიზმი დაამტკიცა

საქართველოში მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ გაიხსნა.

როგორც თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ქართველმა სამხედრომ პარტნიორებთან თანამშრომლობით დაამტკიცა თავისი თავდადება, პროფესიონალიზმი და დაიმსახურა ღირსეული პარტნიორის სახელი.

 მისივე თქმით, წვრთნები 2015 წელს დაიწყო და მაშინ მასში მხოლოდ აშშ და საქართველო მონაწილეობდა, დღეს კი უფრო ფართო მასშტაბები შეიძინა.

„ამ წვრთნების სახელწოდება „ღირსეული პარტნიორი“ ცხადყოფს ჩვენი თანამშრომლობის მაღალ ხარისხს, ქართველმა სამხედრომ პარტნიორებთან თანამშრომლობით დაამტკიცა თავისი თავდადება, პროფესიონალიზმი და დაიმსახურა ღირსეული პარტნიორის სახელი, დღეს ჩვენ უფრო ფართომასშტაბიან წვრთნებს ვიწყებთ, ამ წვრთნებს დასაბამი 2015 წლიდან აქვს, როდესაც მასში მხოლოდ 2 ქვეყანა აშშ და საქართველო მონაწილეობდა.დღეს მან უფრო ფართო მასშტაბები შეიძინა“,-აღნიშნა იზორიამ.

საერთაშორისო სწავლებაში, რომელიც წელს უკვე მესამედ იმართება, მონაწილეობას საქართველო შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები, დიდი ბრიტანეთის სადესანტო ასეული, გერმანიის ბუნდესვერის მექანიზებული ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი, უკრაინის ერთი ქვეითი ოცეული, სომხეთის სამედიცინო ასეული, სლოვენიის ქვეითი ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი და თურქეთის შეიარაღებული ძალებიდან 4 ოფიცერი მიიღებს მონაწილეობას. „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მიზანი სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ–ჩვევების გაუმჯობესება, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საწვრთვნელი შესაძლებლობის განვითარება და თანამშრომლობის გაღრმავება NRF-ში მონაწილე ქვეყნებს შორის, ასევე ლოგისტიკური დაგეგმვისა და აღსრულების პროცედურების დახვეწაა. სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა, თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics