10:03 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-18 17:12:04, 898 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია საერთო საჯარისო ცენტრის საიუბილეო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საერთო საჯარისო ცენტრი ერთი წლის გახდა. საიუბილეო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში და სამშვიდობო მისიებში გმირულად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს პატივი მიაგეს.

სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ცენტრის პირად შემადგენლობას იუბილე მიულოცა, ცენტრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სამხედროებს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისათვის მედლებით „გენერალი კვინიტაძე“ და „სამშობლოსათვის თავდადებული“ ოთხი სამხედრო მოსამსახურე პირადად დააჯილდოვა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის პირველი, მეორე და მესამე ხარისხის მედლებით შვიდი სამხედრო მოსამსახურე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ დააჯილდოვეს.

დღესვე, საერთო საჯარისო ცენტრის იუბილე გამოფენით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა და მოწვეულმა სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურული პროექტები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს. წვრთნისა და სამხედრო განათლების სისტემის რეფორმის შედეგად საერთო საჯარისო ცენტრი ერთი წლის წინ ჩამოყალიბდა. სასწავლო დაწესებულებაში გაერთიანებულია კაპიტნის საკარიერო, მანევრის, საბრძოლო მხარდაჭერის, საბრძოლო უზრუნველყოფის და ავიაციიასა და საჰაერო თავდაცვის სკოლები. ცენტრში პირადი შემადგენლობის მომზადება ტაქტიკურ დონეზე მიმდინარეობს. საერთო საჯარისო ცენტრში უმცროს ოფიცერთა და სპეციალისტთა მომზადების 77 სასწავლო პროგრამა ხორციელდება.

 

(NS)     





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics