23:29 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 12:44:07, 702 ნახვა

რეგიონი
აჭარის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორების 15%-იანი ზრდაა

ივნისში, აჭარის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტი ვიზიტორი ესტუმრა.

აჭარის ტურიზმის დეპარტმანეტის ინფორმაციით, ცენტრების მომსახურებით რეგიონის მასშტაბით 10 808 ადამიანმა ისარგებლა. ჯამში კი, 2017 წლის იანვარ-ივნისში ცენტრებს 25 517 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც გასულ წელთან შედარებით 11%-იან მატებას გულისხმობს.

მათივე ინფორმაციით, ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორების უმრავლესობას ძირითადათ პოლონელი, უკრაინელი, რუსი, თურქი და ისრაელელი ტურისტები წარმოადგენენ.

ისინი აჭარის ტურისტული ღირსშესანიშნაობებით და რეგიონში არსებული გასართობი ტურისტული ობიექტებით ინტერესდებიან.

განსაკუთრებით, კი ყურადღებას მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე ამახვილებენ. წინა წელთან შედარებით გაზრდილია ვიზიტორების რაოდენობა მთიანი აჭარის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებშიც.

გასული წლის 6 თვესთან შედარებით ცენტრებში ტურისტების მიმართვიანობა 86%-ითაა გაზრდილი.

ზაფხულში ტურისტებს აჭარაში ჯამში 9 საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი ემსახურება.

ისინი ბათუმსა და ყველა მუნიციპალიტეტშია განლაგებული, სადაც აჭარის ტურისტული პროდუქტების, მთიანი აჭარის ტურების, გასართობი ტურისტული ობიექტებისა თუ ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მეცხრე ცენტრი წელს ბათუმი ცენტრალში გახსნა.

 საბაგიროსა და ბათუმის აეროპორტის საინფორმაციო ცენტრები 24 საათის განმავლობაში ემსახურება ვიზიტორებს, რკინიგზის სადგურში გახსნილი ახალი ცენტრი კი ღამის რეისების დროსაც მუშაობს.

 ცენტრებში მოქმედებს ცხელი ხაზიც 577909093.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics