22:10 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-04 16:45:04, 600 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს მე-4 მოწვევის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.

 აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ  დეტალურად ისაუბრა იმ საკანონმდებლო ცვლიელებებსა და ინიციატივებზე, რომლებიც ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის პერიოდში განხორციელდა.

შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომლის დროსაც დავით გაბაიძემ და დეპუტატებმა დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

„ჩვენ დღეს მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი, სრულფასოვანი ანგარიში. ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია ის შეხვედრები, ის საკანონმდებლო აქტები, ინიციატივები და გადაწყვეტილებები, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ამ მოკლე პერიოდში იქნა განხორციელებული. ჩვენი რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების სწორი მიდგომები და ერთობლივი პროექტების განხორციელება. დღევანდელი პრეზენტაცია პასუხობდა იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი რეგიონი დგას," - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ თავის გამოსვლაში.

საანგარიშო პერიოდში (7 თვე) მე-4 მოწვევის უმაღლესმა საბჭომ  56 სამართლებრივი აქტი მიიღო, მათ შორის, 37 დადგენილება, 14 ცვლილება კანონში, 5 რეგლამენტის ცვლილება.

ჩატარდა ბიუროს - 30, 6 პლენარული და 9 რიგგარეშე სხდომა.

არასასესიო პერიოდში უმაღლეს საბჭო აგრძელებს მუშაობას.საშემოდგომო სესია სექტემრის პირველ სამშაბათს გაიხსნება.

ზურაბ პატარაძესთან ერთად ანგარიშის წარდგენას რეგიონის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტების და მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

(NS) 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics