22:10 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 10:50:35, 672 ნახვა

რეგიონი
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 15 ათასამდე ჰექტარია დამუშავებული

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში, ასევე სამტრედიის მუნიციპალიტეტში მავნებლის საწინააღმდეგოდ 15 ათასამდე ჰექტარი თხილის ფართობი უკვე დაამუშავეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, ქიმიური წამლობა მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით ტარდება და ვადები ზედმიწევნით არის დაცული.

„წამლობის  თარიღი და მავნებლის გავრცელების არეალი ფართომასშტაბიანი მონიტორინგის შედეგად განისაზღვრა. ქიმიური წამლობის ვადა მავნებლის ბიოლოგიის გათვალისწინებით დაიგეგმა. მიუხედავად უხვი ნალექებისა, სამუშაოები აქტიურად და ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.  სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მობილიზებულნი არიან, რათა   ღონისძიებები ეფექტიანად ჩატარდეს და მავნებლის მიერ გამოწვეული ზარალის ოდენობა მინიმუმამდე შემცირდეს“, - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.   

ქიმიური წამლობა ტარდება ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატით, რომელიც რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და გამოცდილია საქართველოში. მავნებლის საწინააღმდეგო წამლობა დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით მიმდინარეობს. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში  დაახლოებით 48 ათასი ჰექტრის დამუშავებაა დაგეგმილი.

შესაწამლი ღონისძიებების არეალი იმ მონიტორინგის შედეგების მიხედვით განისაზღვრა, რომელიც  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ   აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტისა (REAP) მხარდაჭერით ჩაატარა. მონიტორინგის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით  15 ათასამდე  მწერის დამჭერი ფერომონიანი ხაფანგი დამონტაჟდა. შეიქმნა ინტერაქტიული რუკა, რომელზეც მავნებლის გავრცელების შესახებ მონაცემები აისახება. პრეპარატის უსაფრთხო და ეფექტიანი გამოყენების მიზნით, შესაბამისი სწავლებები ჩაუტარდა იმ პირებს, ვინც ქიმიური წამლობის ღონისძიებებშია ჩართული. ფერმერებისთვის აქტიური საინფორმაციო კამპანია ჩატარდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics