08:10 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-25 10:12:44, 675 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ მუსლიმ მრევლს რამაზან ბაირამი მიულოცა

დღეს დილით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მუსლიმი მრევლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულის - რამაზან ბაირამის მისალოცად ბათუმის ორთაჯამეს ესტუმრა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მასთან ერთად ორთაჯამეში  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის და ჯანმრთელობის მინისტრები იმყოფებოდნენ.  

ზურაბ პატარაძემ მილოცვისას ხაზი გაუსვა ქართველი მუსილმანების როლს ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში.

მისი თქმით, განსაკუთრებით ბევრი სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანი ახსოვს ისტორიას აჭარიდან.

მანვე აღნიშნა, რომ მუსლიმ მრევლს საქართველოს მთავრობასთან ერთად აჭარის რეგიონის მთავრობა განსაკუთრებულ მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს.

,,ჩვენს დებს, ჩვენს ძმებს, მინდა მივულოცო ბაირამის დადგომა. მინდა ვუსურვო მშვიდობა, წარმატებები, განვითარება, სიკეთე, სიყვარული, ოჯახის სიმტკიცე. ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ჩვენი ქვეყნის სიძლიერისთვის ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე ერთად გვეკეთებინოს. ერთი თვის განმავლობაში არაერთი იფთარი, არაერთი შეხვედრა გავმართეთ და დღეს, ყველა ერთად ვზეიმობთ ბაირამის დადგომას",-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ბაირამი მოძრავი დღესასწაულია და მას ისლამური სამყარო წელს 25 ივნისს აღნიშნავს. 30 დღიანი მარხვის შემდეგ ბაირამობას აღნიშნავენ ქართველი მუსლიმანები.

დღესასწაული სამი დღე გაგრძელდება, რა დროსაც მოხდება წინაპრების საფლავების მონახულება.

(NS) 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics