|
2017-06-16 21:48:43, 751 ნახვა
სამხედრო
ევროპის მოედანზე ქართული და ბრიტანული სამხედრო ორკესტრების კონცერტი გაიმართა
ევროპის მოედანზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებლმა ორკესტრმა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს არმიის ბენდმა -„The Salamanca Band & Bugles of The Rifles“ მუსიკალური წარმოდგენა გამართეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების დასაწყისში, ბრიტანული ბენდის წევრებმა მეტეხის ხიდზე მუსიკალური კომპოზიციების თანხლებით, მარშირება მოაწყვეს. წარმოდგენის შემდეგ კი, ქართულმა და ბრიტანულმა ორკესტრებმა სამხედრო მარშები, ასევე თანამედროვე მუსიკის შედევრები შეასრულეს. უწყების ინფორმაციით, ერთობლივი კონცერტი მიზნად ქართველ და ბრიტანელ ხალხთა შორის კულტურათა დიალოგის პროცესის გაძლიერებასა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრისა და „The Salamanca Band & Bugles of The Rifles“-ის ერთობლივი კონცერტი საქართველოში უკვე მეორედ გაიმართა. საჩვენებელ მუსიკალურ წარმოდგენას ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოში დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების სამხედრო ატაშე, ვიცე–პოლკოვნიკი დევიდ ეთელი, ასევე თავდაცვის უწყებისა და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)