03:25 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-10 11:36:27, 704 ნახვა

სამხედრო
შეიარაღებულ ძალებს 132 წვევამდელი შეემატა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 132 წვევამდელი შეემატა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ქვეითი ბრიგადის საშტაბო ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა ფიცი გორის ციხეზე დადეს.

სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა მიულოცეს, მხარდაჭერა აღუთქვეს და ქვეყნის წინაშე ღირსეული სამსახური უსურვეს.

ახალწვეულებს სიტყვით შიდა ქართლის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ მიმართა.

წვევამდელებმა განახლებული ძირითადი საბრძოლო მომზადება (BCT) პირველი ქვეითი ბრიგადის საწვრთნელ ბაზა ხცისში გაიარეს. კურსის განმავლობაში რეკრუტებმა საცეცხლეს მომზადების, სადისციპლინო წესდების, ტაქტიკისა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები განავითარეს.

დღეიდან ახალწვეულები პირველ ქვეით ბრიგადაში ცხრა თვე იმსახურებენ და ახალი სისტემით ისარგებლებენ. ისინი საბრძოლო მომზადებას, ისევე როგორც კონტრაქტით მოსამსახურეები, ყოველდღიურად გაივლიან. სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები სრულყოფილ სამხედრო მომზადებას გაივლიან და მონაწილეობას თითქმის ყველა სწავლებაში მიიღებენ, რაც ქვედანაყოფში ჩატარდება.

ჯარისკაცებს გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით სარგებლობისა და უქმე დღეებში დასვენების საშუალებაც ექნებათ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics