12:29 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 12:41:20, 720 ნახვა

რეგიონი
ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ბავშვთა დაცვის დღე უფასო სამედიცინო აქციებით აღინიშნება

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე უფასო სამედიცინო კონსულტაციებითა და კვლევებით აღინიშნება.

აქციის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრის პირველი მოადგილე ლელა სურმანიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები გაეცნენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აქციის ფარგლებში გათვალისწინებულია ნევროლოგის, ნეფროლოგის, პედიატრის, ორთოპედის, კარდიოლოგის, დერმატოლოგის, ალერგოლოგისა და ოტოლარინგოლოგის უფასო კონსულტაციები და გასინჯვები.

მათივე ცნობით ,საჭიროების შემთხვევაში ხორციელდება სისხლის და შარდის საერთო ანალიზები და კარდიოექოსკოპია. ასევე, ტარდება ქალთა გინეკოლოგიური გასინჯვები და ექოკსოპია. აქცია 16:00 სთ-მდე გაგრძელდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics