|
2017-05-29 16:27:20, 789 ნახვა
რეგიონი
ახალშობილთა გულის თანდაყოლილი მანკების კრიტიკული ფორმების გამოსავლენად ახალი პროექტის განხორციელება იწყება
ახალშობილთა გულის თანდაყოლილი მანკების კრიტიკული ფორმების გამოსავლენად ახალი პროექტის განხორციელება იწყება. დღეს, პროექტის დეტალები, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდისა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ქ. ბათუმში არსებულ სამშობიარო დაწესებულებების ხელმძღვანელებს წარუდგინეს. პროექტი ჯანდაცვის სამინისტროს, „ფონდი ქართუსა“ და „როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის“ თანამშრომლობით ხორციელდება. „მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საშუალება გულის თანდაყოლილი პათოლოგიების წარმატებული მკურნალობისა ვერ ხერხდება ამ პრობლემის დროული დიაგნოსტიკა რაიონულ და რეგიონულ დონეზე, რაც ხშირ შემთხვევაში ბავშვთა სიკვდილის მიზეზი ხდება. პროექტის მიზანია სკრინინგისა და მონიტორინგის დანერგვით ეფექტური გახადოს გულის თანდაყოლილი პათოლოგიების დროული მკურნალობა და გამოსავალი“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, პროექტის ფაგლებში: შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი აქტები, პროტოკოლ-გაიდლაინები და სასწავლო-მეთოდური მასალა; ყველა სამეანო სერვისის მიმწოდებელ კლინიკას გადაეცემა სკრინინგისათვის რეკომენდებული პულსოქსიმეტრი; გადამზადდება ყველა სამეანო სერვისის მიმწოდებელ კლინიკის ნეონატოლოგი, რათა ეფექურად წარიმართოს ახალშობილთა პირველადი სკრინინგი; როგორც პროექტის ყველა ეტაპის, ასევე გულის თანდაყოლილი პათოლოგიის მქონე ბავშვების ტრანსპორტირების ეფექტური სქემა შეთანხმდება სახელმწიფოსა და კლინიკებთან; ახალშობილთა ტრანსპორტირებისათვის შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება აღიჭურვება სატრანსპორტო კიუვეზით ინტეგრირებული ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატით; რეგიონებში ოპერაციის შემდგომ პერიოდში ბავშვის მდგომარების მართვასა და მონიტორინგს განახორციელებს ბავშვთა კარდიოლოგი. პროექტის ეტაპები: 1. ახალშობილთა პირველადი სკრინინგი ყველა სამეანო სერვისის მიმწოდებელ კლინიკაში პულსოქსიმეტრიის გამოყენებით; 2. პრობლემური ახალშობილის შუალედური დიაგნოსტიკა ბავშვთა კარდიოლოგის მიერ ექოკარდიოგრაფიის გამოყენებით; 3. გულის თანდაყოლილი მანკის დადგენის შემთხვევაში ბავშვის ტრანსპორტირება რეფერალურ კლინიკაში (ჯო ენის სამედიცინო ცენტრში); 4. ოპერაციის შემდგომი მეთვალყურეობა და მონიტორინგი. „როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდი “ განახორციელებს პროექტის: ყველა ეტაპის დიზაინსა და დანერგვას; • ეფექტური მართვის მექანიზმების შემუშავებას; პროექტისათვის საჭირო სამედიცინო აპარატურით უზრუნველყოფას; • ტრენინგებს; სრულ მონიტორინგს; • მდგრადობისა და თვითგანახლების მხარდაჭერას.
(NS)
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)