12:29 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 14:00:22, 610 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ტურისტული მომსახურების გასაუმჯობესებელი ტრენინგები ჩატარდა

ტურისტული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით აჭარაში საინფორმაციო-ტურისტული ცენტრების თანამშრომლებმა გადამზადება გაიარეს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ერთკვირიანი ტრენინგკურსი ისეთ საკითხებს მოიცავდა, როგორებიცაა ეფექტური კომუნიკაცია და მომსახურება, მომხმარებლების ტიპის ამოცნობა, კონფლიქტური სიტუაციების მართვა, მომსახურების სტანდარტების შემუშავება და ქცევის სტილი.

ტრენინგები მიზანი საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრებში მომსახურების გაუმჯობესება და მთიანი აჭარის ტურების გაყიდვების სტიმულირებაა. ერთ-ერთ ტრენინგზე მონაწილეებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი შეხვდა, რომელმაც საინფორმაციო-ტურისტული ცენტრების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 

„საინფორმაციო-ტურისტული ცენტრები არის პირველადი ინფორმაციის წყარო ჩვენთან მყოფი ტურისტებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია თქვენ შეძლოთ მათთვის ქვეყნისა და რეგიონის ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა და პროდუქტების შესახებ საჭირო ინფორმაციის იმ ფორმით მიწოდება, რომ მოახდინოთ მათი მოგზაურობის სტიმულირება. ყოველწლიურად მზარდია ცენტრებში ვიზიტორების რაოდენობაც, რაც ტურისტული ცენტრების მომსახურების საჭიროებაზე მიუთითებს,“ აღნიშნა სულხან ღლონტმა ტრენინგზე შეხვედრისას.

ამჟამად, აჭარის მასშტაბით 9 საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი ემსახურება ვიზიტორებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრები ყველა მუნიციპალიტეტსა და ბათუმშია განთავსებული. ყოველწლიურად მზარდია ცენტრებში ვიზიტორების რაოდენობაც. 2017 წელს, იანვარ-აპრილში საინფორმაციო ცენტრები 8 752 ვიზიტორს მოემსახურა, რაც 13,1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. 2016 წელს, საინფორმაციო-ტურისტული ცენტრების მომსახურებით 86 684-მა ვიზიტორმა ისარგებლა, რაც 94%-ით აღემატება 2015 წელს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics