00:27 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-25 18:15:53, 777 ნახვა

სამხედრო
საქართველოში სამუშაო ვიზიტით მთავარი სერჟანტი მარტინ კარტიე იმყოფება

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ევროპაში მეკავშირეთა ძალების უმაღლესი შტაბის სამხედრო პარტნიორობის დეპარტამენტის სერჟანტთა პროფესიული განვითარების კოორდინატორი, მთავარი სერჟანტი მარტინ კარტიე იმყოფება. ვიზიტის მიზანს საქართველოში სერჟანტთა კორპუსის პროფესიული განვითარების კუთხით განხორციელებული რეფორმების გაცნობა, შეფასება და სხვა ქვეყნებისთვის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.

 მთავარ სერჟანტ მარტინ კარტიეს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე მასპინძლობს. დღეს გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მთავარმა სერჟანტმა სტუმარს საქართველოს სერჟანტთა კორპუსში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე მხარეებმა სერჟანტთა ახალი სამხედრო განათლების კონცეფცია და კარიერული განვითარების სისტემაც განიხილეს.

 დღესვე, მთავარი სერჟანტი მარტინ კარტიე კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ეწვია, ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, საველე სწავლებას დაესწრო და სერჟანტთა მომზადების ცენტრის ისტორიის, ამოცანებისა და სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

 საქართველოში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ევროპაში მეკავშირეთა ძალების უმაღლესი შტაბის სამხედრო პარტნიორობის დეპარტამენტის სერჟანტთა პროფესიული განვითარების კოორდინატორი პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლას, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა (JTEC) და საერთო საჯარისო ცენტრს მოინახულებს.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics