18:54 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-04 11:46:47, 634 ნახვა

რეგიონი
პატარაძე: ქუთაისის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა ხელს შეუწყობს აჭარის ზღვის კურორტების განვითარებას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქუთაისის სარკინიგზო გზისა და სადგურის მშენებლობის პროექტის დაწყებას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონისათვის.  

,,ჩვენ მაქსიმალურად ვართ დაინტერესებული ამ პროექტით, იგი მნიშვნელოვანია დასავლეთ საქართველოსთვის, განსაკუთრებით კი აჭარის რეგიონისთვის. სულ მალე იწყება ტურისტული სეზონი აჭარაში.  ქუთაისის აერიპორტის საშუალებით  ზღვის კურორტებზე უამრავი ტურისტი ჩამოდის. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად დავტვირთოთ ჩვენი რეგიონი და კიდევ უფრო გავზარდოთ ქუთაისიდან შემოსული ტურისტების ნაკადი, მათ შორის ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი და იგი აუცილებლად მოუტანს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს რეგიონს უფრო მეტ ეკონომიკურ სარგებელს და განვითარებას“,-  აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მთავრობის წევრებთან და სხვა იფიციალურ პირებთან ერთად, 3 აპრილს,  ქუთაისში აეროპორტთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზისა და სადგურის მშენებლობის დაწყების ცერემონიას დაესწრო.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ ყველა მგზავრს, ყველა ტურისტს შეეძლება აჭარის საზღვაო კურორტებზე და საქართველოს სხვა კუთხეებში ჩავიდეს კომფორტული და თანამედროვე რკინიგზით.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის აეროპორტიდან ტურისტების მოზიდვისა და რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით, ავიაკომპანია Wizzair-ის მგზავრები საბორტო ჟურნალში აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ სარეკლამო სტატიას „ბათუმი ოთხი სეზონის ქალაქია" („Batumi a city for all seasons") წაიკითხავენ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics