2017-03-29 17:02:31, 2640 ნახვა
სამართალი საზოგადოება რეგიონი
ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლის მშობელმა შვილის თანატოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მეორე კლასის მოსწავლეზე ფიზიკური ზეწოლის ფაქტი დაფიქსირდა.
არსებული ინფორმაციით, მოსწავლის მშობელმა შვილის თანატოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
აღნიშნულ ფაქტს, სკოლის დირექტორიც ადასტურებს.
ამასთან, ბავშვს დაზიანება არ მიუღია და ინციდენტის შემდეგ გაკვეთილებს დაესწრო.
აღნიშნულთან დაკავშირებით დაიკიტხა ყველა პერი და გამოძიება სსკ-ის 126 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან