14:11 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 17:05:20, 903 ნახვა

რეგიონი
ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგინული ცენტრის A კორპუსის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში დაიწყება სამედიცინო დაწესებულების შიდა ინტერიერის მოწყობა და სამედიცინო აპარტურით აღჭურვა.

დღეს, აღნიშნული საკითხები აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსთან სელამი ქილიჩთან და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაცის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორთან ჰუსეინ შანლისთან ერთად განიხილა.

„მადლობას მოგახსენებთ აჭარის რეგიონის ჯანდაცვის სფეროს მხარდაჭერისათვის. პროექტები, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკის ხელშეწყობით ხორციელდება რეგიონის მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.

„თურქეთის მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის დაეხმაროს აჭარის რეგიონს ჯანდაცვის სფეროს ყველა მიმართულებით“, - განაცხადა სელამი ქილიჩმა.

სამუშაო შეხვედრა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა. შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ლელა სურმანიძე და ზურაბ თენიეშვილი, ასევე TIKA-ს სპეციალისტი საქართველოს პროექტებზე ოია თუთუნჯუ და თურქი ინფექციონისტი ემინ ედიზ თუთუნჯუ ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მხარდაჭერით 2016 წ დაიწყო ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის A კორპუსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია. რეაბილიტაციის პროცესის დასრულების შემდეგ რეგიონს ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფექციური პათოლოგიების სამკურნალო სამედიცინო დაწესებულება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics