12:57 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-14 12:00:12, 670 ნახვა

სხვადასხვა
World Press Photo-ს პრემია რუსეთის ელჩის მკვლელობის ამსახველი ფოტოს ავტორს გადაეცა

სააგენტო Associated Press-ის ფოტოგრაფმა ბურჰან ოზბილიჯიმ ფოტოსურათისთვის, რომელზეც თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობაა ასახული, World Press Photo-ს პრემია მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, ფოტოგრაფმა ელჩის მკვლელობასთან დაკავშირებით ფოტორეპორტაჟი მოამზადა. თუმცა, პრიზი მხოლოდ ერთ ფოტოს მიანიჭეს.

ფოტოზე მკვლელობაში ბრალდებული იარაღით ხელში მოკლული ელჩის წინ დგას და ყვირის.

ცნობისთვის, კონკურსი World Press Photo ყოველწლიურად ტარდება და მასში ფოტოგრაფები 125 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ.

ფოტოკონკურსზე 5034 ფოტოსურათი იყო გაგზავნილი. სერიაში "შავი დღე" უკრაინელმა ვალერი მელნიკოვმა გაიმარჯვა. მან ფოტო აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტს მიუძღვნა და "გრძელვადიანი პროექტების" კატეგორიაში გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს ანკარაში, რუსეთის ელჩზე თურქეთში ანდრეი კარლოვზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. თავდასხმა თურქეთის დედაქალაქში, გამოფენაზე მოხდა, რომელიც ანკარის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში მიმდინარეობდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics